ღია ბიუჯეტის ინდექსი

2018 წლის 30 იანვარს, ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის (The International Budget Partnership) მიერ 

გამოქვეყნდა „ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევა 2017-ის“ (Open Budget Survey 2017) შედეგები, რომლის თანახმადაც, მსოფლიოს 115 ქვეყანას შორის საქართველომ 82 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა. ჩვენი რეგიონიდან საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც სრულიად გამჭირვალე ქვეყნების კატეგორიაში მოექცა. ბოლო კვლევის თანახმად აღნიშნულ სტანდარტებს მსოფლიოს მხოლოდ 5 ქვეყანა აკმაყოფილებს. ესენია:  ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, შვედეთი,  ნორვეგია და საქართველო. იხ. ბმული https://www.internationalbudget.org/open-budget-survey/results-by-country/country-info/?country=ge

აღნიშნული კვლევა და ღია ბიუჯეტის ინდექსის დადგენა 2 წელიწადში ერთხელ ხორციელდება საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის ორგანიზებით. კვლევა ითვალისწინებს ერთი და იგივე მეთოდოლოგიით მსოფლიოს ყველა ქვეყნის ბიუჯეტის გამჭვირვალობის შეფასებას. ხორციელდება როგორც თითოეული ქვეყნის, ასევე მსოფლიო მასშტაბით საშუალო ქულის გამოთვლა, რაც საშულებას აძლევს ქვეყენებს, შეაფასონ მათი პროგრესი როგორც სხვა ქვეყენებთან, ისე გლობალურ საშუალო მაჩვენებელთან მიმართებაში, ასევე დაინახონ განვითარების დინამიკა წინა კვლევებთან შედარებით. 

კვლევა შეისწავლის მთავრობის მიერ საჯარო ფინანსების მართვის სისტემას:

  •  ბიუჯეტის გამჭვირვალობის;
  •  საბიუჯეტო პროცესში მხარეთა ჩართულობის;
  •  ბიუჯეტის მართვაზე ზედამხედველობის მიმართულებით.