ფინანსთა სამინისტროს ახალი ინიციატივა

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის. კერძოდ:

ახალი ინიციატივის შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭებათ მეწარმეებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი წლის განმავლობაში იქნება 500,000 ლარამდე,

 ნაცვლად დღემდე არსებული 100 000 ათასი ლარისა.

მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება 1 %-იანი განაკვეთით, ნაცვლად 5 %-ისა.

მცირე ბიზნესისათვის შენარჩუნდება მარტივი საგადასახადო აღრიცხვის წარმოების შესაძლებლობა. კერძოდ, საქონლის აღრიცხვისთვის სპეციალური ჟურნალის წარმოება და არავითარი სხვა ბუღალტრული აღრიცხვის ვალდებულება მცირე ბიზნესს არ ექნება. 

მცირე ბიზნესს ვალდებულება ექნება კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, მხოლოდ გამოიყენოს საკონტროლო-სალარო აპარატი და სასაქონლო ზედნადები. 

გადასახადის დეკლარირება/გადახდა მოხდება ყოველთვიურად და მცირე მეწარმეებისათვის გაუქმდება მიმდინარე (ე.წ. საავანსო) გადასახდელების გადახდის ვალდებულება.

მცირე მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის პარალელურად, დარეგისტრირდნენ დღგ-ს გადამხდელებად და შესაბამისად, ჩაითვალონ დღგ ან უკან დაიბრუნონ ავტომატურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5-დან 7 დღემდე.